როგორ იძიებენ შურს ზოდიაქოს ნიშნები?
ვერძი
წარმოიდგინო შურისძიებით სავსე ვერძი- საკმაოდ რთული საქმეა. თუ ვინმე ვერძს შეეხება, მას პასუხისთვის ლოდინი არ დასჭირდება, ვერძი მყისვე გაუსწორდება ყოველგვარი შესავალის და დაყოვნების გარეშე. ეს კი უფრო ჯანსაღ და ნორმალურ რეაქციად შეიძლება აღვიქვათ, ვიდრე შურისძიებად. მეტსაც გეტყვით, თუ ვერძის შეურაცხმყოფელი მიუწვდომელია და მასთან ანგარიშის გასწორება მანძილის ან სხვა დაბრკოლების გამო ვერ ხერხდება, ვერძს ერთი საათის შემდეგ შეუძლია ყველაფრის დავიწყება, და ერთი დღის შედეგ შეიძლება ეხვეოდეს და კოცნიდეს თავის მაწყენარს. აქედან გამომდინარე, ძალიან გეგმაზომიერად და სერიოზულად უნდა შეაწუხოთ ვერძი, რომ მას შურისძიების სურვილი გაუჩნდეს.
ვთქვათ, ყოველდღე ხმამაღლა ილაპარაკოთ მის ნაკლოვანებებზე მისი შეყვარებულის თანდასწრებით. მართალია, თქვენ საფრთხეს უქმნით საკუთარ თავს, რომ იქვე მიიღოთ საკადრისი პასუხი, მაგრამ თუ სიმამაცე გეყოფათ გააგრძელოთ იგივე სულისკვეთებით, სულ მოკლე ხანში ვერძი გამტკიცდება იმაში, რომ უნდა გაგანადგუროთ. დიახ, ზუსტად ასე. ვერძის შურისძიება რადიკალურია. ის არ წავა რამე წვრილმან საპასუხო ზომებზე. ვერძს მხოლოდ ერთი აინტერესებს - მისი შურისძიების ობიექტი საერთოდ გაქრეს, მისი მხედველობის არიდან მაინც, რის მიღწევასაც ვერძი თანმიმდევრულად შეეცდება.
ვერძი შეეცდება გაიძულოთ გადახვიდეთ სხვა ორგანიზაციაში ან საერთოდ თქვენს ოჯახთან ერთად გადასახლდეთ სხვა ქალაქში. რაც დამახასიათებელია ვერძისთვის ის ამას თავდაცვად ჩათვლის და არა შურისძიებად.
კურო
ვერძის მსგავსად, კუროს შურისძიების გაღვიძება არ არის იოლი საკითხი, ამისთვის კარგად უნდა გაისარჯოთ. კურო არ იჩქარებს პასუხის გაცემას მანამდე, სანამ საბოლოოდ არ დარწმუნდება, რომ მისი მოწინააღმდეგე ნაძირალაა. სამაგიეროდ მისი შურისძიება გაცილებით დახვეწილი და დაუნდობელი იქნება, ვიდრე ვერძის.
სავარაუდოთ, ვენდეტას ფუძემდებელი ეს ნიშანი უნდა იყოს. კურო შურისძიებისას, როგორც წესი, გულმოდგინედ და გეგმაზომიერად უკეტავს მოწინააღმდეგეს ყველა წყაროს და არხს. კურო კი ისეთი ნიშანია, რომელიც რაღაც მიზეზების გამო, ყოველთვის ამ არხების და წყაროების გასაღების, თუ გინდ ჩამკეტის მფლობელია. მაგალითად, სამეგობროში კურო ხშირ შემთხვევაში არის წვეულებების თუ ქეიფების მომწყობი, სასმელ-საჭმლის შემომტანი და ასევე მოდის და გემოვნების ფარული კანონმდებელი.
ეს არ ნიშნავს იმას, რომ ის უპირობო ლიდერია. არა, საქმე სხვა რამეშია, მას უბრალოდ ნებისმიერ საკითხზე აქვს თავისი საფუძვლიანი და წონითი აზრი. აქედან გამომდინარე, ის არავის ახვევს თავს ახალ აზრებს და ახალ ნაცნობებს- ის მხოლოდ იწონებს ან იწუნებს იმას, რაც სხვებს შემოაქვთ. ასე რომ თუ თქვენ დაიმსახურეთ კუროს შურისძიება, მზად იყავით იმისთვის, რომ კურო უკიდურესად ნეგატიურ შეფასებას მოგცემთ ყველგან და ყოველთვის, სადაც კი მისწვდება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ თქვენ "გემრიელი ლუკმის გარეშე დარჩებით" და იზოლირებულნი იქნებით.
და თუ ვინმე შეეცდება თქვენს დაცვას, კურო მასაც ამოწერს სიიდან და ასე მეათე მოდგმამდე. მნიშვნელოვანია, რომ გაუქმებას ეს სანქციები თითქმის არ ექვემდებარებიან. იმისთვის, რომ ახლიდან დაიმსახუროთ კუროს ნდობა და პატივისცემა, იმდენი უნდა უბოდიშოთ და ინანიებდეთ, რომ აჯობებს თავი ჩამოიხრჩოთ.
ტყუპები
ზოდიაქოს ერთერთი მთავარი უბედურებათაგანი. საქმე იმაშია, რომ ტყუპების მეტი წილი ოცნებობს იმაზე, რომ დიდებული, პატივცემული და ცნობილი იყოს, მაგრამ მათ ასე არავინ ღებულობს. ამიტომ, მოანდომო ტყუპებს შურისძიება, ძალზე მარტივია. და თუ გეღირსათ ტყუპების შურისძიება, მაშინ იცოდეთ, რომ თქვენ შეიძლება გახდეთ წარმოუდგენელი ჭორების, მითქმა-მოთქმის და დაუფარავი ცრუ ინფორმაციის და ბრალდებების მთავარი გმირი.
ყმაწვილ ტყუპებს შეუძლიათ ჩხუბიც კი ატეხონ გაცილებით ძლიერ მოწინააღმდეგესთან, რომელიც რატომღაც ყოველთვის გაცილებით ძლიერია და ამის გამო ცოტა ხანში შეიძლება სადღაც კუთხეში სლუკუნებდნენ. მაგრამ თუ ეს იყო ვირტუალური ჩხუბი, მაშინ ტყუპები ნებისმიერს მოერევიან. ასე რომ, სერიოზული შურისძიება ტყუპებს შეუძლიათ შორი მანძილიდან, ვთქვათ ინტერნეტით ან ტელეფონით, ან შეიძლება რამე ვირუსი გამოგიგზავნოთ წერილით, ეს მათი სტილია.
ამასთანავე ტყუპების უმეტესობას განწყობა ამინდზე უფრო სწრაფად ეცვლებათ. დილით შურისძიების წყურვილით აღზნებულნი, შუადღისას ისინი შესაძლოა ურთიერთმომგებიან საქმეს გთავაზობდნენ ანდა ახალმოგონილ ჭორებს გიზიარებდნენ შურისძიებისთვის ამორჩეულ ახალ სამიზნეზე.
თუმცა, თუ თქვენ გადაწყვიტავთ, რომ ტყუპების შურისძიების არ უნდა გეშინოდეთ, ძალიან შეცდებით. პირველყოვლისა, ადამიანები მზად არიან დაუჯერონ ყველაზე წარმოუდგენელ ჭორებს თანაც სიბინძურის ჩამორეცხვა არც ისე იოლია.
და მეორეც, ტყუპებს აქვთ ჩვევა, იცოდნენ ყველაზე ყველაფერი და ახალი ჭორის გავრცელებისას, შეიძლება უნებლიედ ისეთი ინფორმაციაც გასცენ, რაც თქვენთვის არასასურველი იქნება და შეიძლება მტკივნეულიც. საერთოდ, იმის ცოდნა, რომ ვინც ფლობს ინფორმაციას, ის სამყაროს მართავს, ტყუპებში ინსტინქტურ დონეზე დევს.
კირჩხიბი
კირჩხიბის შურისძიების ყველაზე მარტივი და გავრცელებული ხერხია- თავდაუხურავი გავიდეს ცივ ღამეში, რომ ვისგანაც მიდის, მას სინდისმა შეაწუხოს და ცუდად იგრძნოს თავი. ამ ხერხს იყენებს ნებისმიერ დროს საბაბით და საბაბის გარეშე, გააჩნია განწყობას. ამ კატეგორიას განეკუთვნება ურთიერთობების სრული გათიშვა. კირჩხიბის შემთხვევაში ეს ნიშნავს იმას, რომ მას არანაირი რეაგირება არ ექნება იმ შემთხვევაშიც კი მის თვალწინ რომ იხრჩობოდეთ.
ალბათობა იმისა, რომ კირჩხიბი გაპატიებთ, იმ შემთხვევაშიც კი თუ წყენა უმნიშვნელო იყო, ძალიან მცირეა. მაგრამ თუ კირჩხიბს სერიოზულად შეეხეთ, შედეგი შეიძლება ძალზე მოულოდნელი იყოს. რადგან კირჩხიბი ხვდება იმას, რომ არც ისე დიდ ძალას ფლობს, ის ჭიაყელას გასანადგურებლადაც კი იყენებს მძიმე არტილერიას და სერიოზულ მოწინააღმდეგეზე ლაპარაკი ზედმეტია. მაგალითად, შურისძიებისას მოწინააღმდეგის ჩანთა ჩუმად წყალში გადააგდოს ან დაუწვას მთელი საბუთები- ეს კირჩხიბისეულია. შურისძიებაზე ფიზიკურ დონეზე ლაპარაკი საერთოდ ზედმეტია. ასე რომ კირჩხიბი რისხვისას საშიშია.
ლომი
ლომის შურისძიების გამოსაწვევად საკმარისია მოატყუო ის. ლომის მოტყუება კი უბრალო საქმეა, მთავარია სურვილი. საკითხი სხვაგვარად დგას, რაში გჭირდებათ ამის გაკეთება? ლომის შურისძიება, მსუბუქად შესრულებულიც კი, სიკვდილივით საშიშია, მძიმე შემთხვევაში საერთოდ დამანგრეველია, მაგრამ იქამდე იშვიათად მიდის საქმე. ლომის ყველაზე მარტივი შურისძიებაა - იმის დემონსტრირება, რომ თქვენ - სრული არარაობა ხართ, ამის დემონსტრირებას საკუთარ თავთან შედარებით აკეთებს. ანუ ლომი თვალსაჩინოდ ხდის ყველასთვის თავის უპირატესობას თქვენთან შედარებით, ჩაცმაში იქნება ეს, მუშაობაში თუ დასვენებაში. იმისთვის რომ დაამტკიცოს თავისი უპირატესობა, ის ეცდება თქვენს საქმეშიც, რომელიც არასოდეს გაუკეთებია, გაჯობოთ და დაანახოს ყველას თქვენი უსუსურობა. შემდეგ შურისძიების რეიტინგში დგას საზოგადო მხილებები და შეურაცხყოფა, ანუ ლომი სახალხოდ გეტყვით ყველაფერს რასაც ფიქრობს თქვენზე და რა თქმა უნდა გარშემო მყოფთა სიმპათიები მის მხარეს იქნება,იმიტომ რომ ეს სიმპათიები მუდამ მის მხარეზეა. ამით მსუბუქი შურისძიება მთავრდება. მაგრამ სასტიკი შურისძიება არასოდეს არ ჩერდება და არ მთავრდება, სანამ სრულ განადგურებამდე ან სიგიჟემდე არ მიიყვანს შურისძიების ობიექტს.
ქალწული
სიმართლე გითხრათ, მე ვერ წარმომიდგენია რა უნდა გააკეთო იმისთვის, რომ აიძულო ქალწული შური იძიოს, თუმცა ამისკენ მიდრეკილება ამ ნიშნის წარმომადგენლებშიც შეიმჩნევა, თანაც განსკუთრებულად მახინჯ და გარყვნილ ფორმებში. მაგალითად შეიძლება მოვიყვანოთ იაპონელების სასტიკი ქცევა მეორე მსოფლიო ომის დროს, იმიტომ რომ იაპონია იმყოფება ქალწულის ნიშნის ქვეშ.
ქალწულების შურისძიება საყოფაცხოვრებო დონეზე არანაკლებ დახვეწილია და განსხვავდება ერთი განსაკუთრებული ნიშნით, ადამიანი რომელზეც შურს იძიებენ, მაგას ხვდება სულ ბოლოს. მაგალითად, რამე მნიშვნელოვანი საბუთების გაფორმებისას, რომელსაც დიდხანს ელოდებოდით, გააპარება პატარა შეცდომა, რომლის გამოც იძულებულნი გახდებით მთელი ამ ბიუროკრატული, ჯოჯოხეთური წრეების ხელმეორედ გავლას. ეს არის ქალწულის სტილი: დასაწყისში არაფერი ჩანს, მაგრამ შედეგი დამანგრეველია.
საერთოდ ქალწულები სხვა ნიშნებთან შედარებით უფრო მიდრეკილნი არიან შურისძიების დასაბუთებული და ოფიციალური მეთოდებისადმი. ასე რომ თუ ქალწულს აქვს საბაბი თქვენზე საჩივარი შეიტანოს ოფიციალურ ინსტანციებში, ჩათვალეთ რომ ამ საშუალებას ხელიდან არ გაუშვებს. ცნობილია ასევე ქალწულების მეთოდიკა ვიღაცის მოხიბლვის და შემდგომ დამწნილების და ტანჯვის, მხოლოდ და მხოლოდ შურისძიების მიზნით.
სასწორი
სასწორის ნიშნის ქვეშ მყოფნი მეტად მგრძნობიარენი არიან წყენისადმი. მაგრამ სერიოზული შურისძიება მათ არ შეუძლიათ. აქ ყველაფერი ჰგავს საბავშვო ვარიანტს, აჰა შენ ასე ხომ, მაშინ მე ასე. ამ დროს, როდესაც სასწორი ფიქრობს, რომ სიმკაცრის და მზაკვრობის მწვერვალს მიაღწია, შურისძიების ობიექტი მხოლოდ მაშინ ხვდება რაშიცაა საქმე.
მითუმეტეს, როცა ხდება რაღაც წყაროების გადაკეტვა, სასწორები საერთოდ კარგავენ კონტროლს მასზე, ვის მიმართაც ანხორციელებდნენ შურისძიებას და ამიტომ საბოლოო განადგურება შეუძლებელი ხდება. უკიდურესი, რაზეც შეიძლება წავიდეს სასწორი - გამოიწვიოს მოწინააღმდეგე სიტყვიერ პაექრობაზე, წარუდგინოს ბრალდებები და მოსთხოვოს პასუხი. როგორც წესი პასუხი და განმარტება საკმარისსზე მეტია- ყველა არ არის ისეთი პატიოსანი, როგორც სასწორი...
თუმცა სასწორს აქვს შურისძიების ერთი ძლიერი მხარე, რომლის გამოყენებაც შეუძლია. მას შეუძლია თავის მოწინააღმდეგეს დააკარგვინოს მისთვის ძვირფასი ადამიანის სიმპათიები. ან სადმე ზემოთ თბილ ადგილას გაიკაფოს გზა და იქიდან დაუქნიოს ხელი მეტოქეს, რომ მას შეშურდეს და ამით სასწორი თავის შურისძიების სურვილს დაიკმაყოფილებს.
ღრიანკალი
ამ ნიშანს ხასიათის სისაძაგლის მხრივ, ტრადიციულად პირველობა უკავია. თუმცა დაუმსახურებლად. სინამდვილეში, თევზებს უფრო საძაგელი ხასიათი აქვს, მაგრამ ეს არავინ იცის. ნორმალური ღრიანკალი იმით განსხვავდება სხვა ნიშნებისგან, რომ მან ყველგან ცხვირი უნდა ჩაყოს, მას ყველაფერი აინტერესებს. ყველა საქმეში მას აქვს რაღაც თავისი ინტერესები, მან ყველაფერი უნდა აკონტროლოს და ანკესზე ჰყავდეს ყველა წამოგებული. შესაბამისად, საკმარისია ვინმე შეეხოს ამ ინტერესებს, რომ ღრიანკალი შხამით ივსება და გაექანება მის დასაგესლად.
ღრიანკალის თავდასხმა სხვა და სხვა სახისაა, მაგრამ მას აქვს ერთი მიზანი, მოწინააღმდეგეს რაც შეიძლება მეტი მორალური და ფიზიკური ტრავმა მიაყენოს, რომ ის სიცოცხლის ბოლომდე იტანჯებოდეს.
იგივე მიზეზის გამო ღრიანკალი ითვლება „დასცხე შენიანებს, სხვებს რომ ეშინოდეს“ პრინციპის ფუძემდებლად- ღრმა, შეუხორცებელი და სისხლმდენი ჭრილობების მიყენება შენიანებისთვის ასჯერ უფრო იოლია, ვიდრე უცხოებისთვის. შენიანების ყველა სუსტი წერტილი წინასწარ ცნობილია და მათი დაჭრა არ წარმოადგენს პრობლემას. მაგალითად, მე ვიცნობდი ერთ „ღრიანკალ ქალს“, რომლის ქმარი დიდ ყურადღებას აქცევდა იმას, რომ დარბაისულად და სოლიდურად გამოიყურებოდეს, მაგრამ ერთადერთხელ მაღაზიაში გამყიდველმა გამოიყვანა მწყობრიდან და ამ კაცმა მიახალა ის, რასაც ფიქრობდა მასზე. მაგრამ მისი ცოლი არ გამოტოვებდა შემთხვევას, რომ არ შეეხსენებინა მისთვის ეს ამბავი, თანაც ამას აკეთებდა მაშინ, როდესაც ბევრი სტუმარი შეიკრიბებოდა, საცოდავი ქმარი წითლდებოდა და თვალებს დაბლა ხრიდა. ასევე ღრიანკალისთვის დამახასიათებელია ის, რომ მას არ ავიწყდება ოდნავ მალამოს წასმა ჭრილობაზე, რომ არ დაკარგოს საბოლოოდ მსხვერპლი.
ღრიანკალისგან იმუნიტეტი მხოლოდ ტყუპებს გააჩნიათ. ღრიანკალი ვერ ეხება მათ გულის სიღრმეს, და თუ ეხება კიდევაც, ტყუპებს ეს გულთან ახლოს არ მიაქვთ, ყველაფერი ხუმრობაში გადააქვთ.
მშვილდოსანი
მშვილდოსანი ძალიან მოსაწყენი შურისმაძიებელია. ანუ ის მზად არის სამართლიანობის და მართლმსაჯულების სახელით დასაჯოს დამნაშავენი, მაგრამ ამისთვის უნდა შეკრიბოს რაც შეიძლება მეტი ხალხი და დასაჯოს დამნაშავე საჯაროდ. თუ ეს შეუძლებელია, მაშინ შურისძიება მათთვის მოსაწყენი ხდება. მეორეს მხვრივ შეუძლიათ დაიმახსოვრონ წყენა და გულში დიდი ხანი ატარონ, და თუ მიეცემათ საშუალება, რომ მაწყინარზე შური იძიონ მრავალრიცხოვანი აუდიტორიის წინ, ამ შანსს ხელიდან არ გაუშვებენ. შურისძიების ერთერთ სახეობაში - ეგრეთწოდებულ „ბიუროკრატიულ შურისძიებაში“ მშვილდოსნებს ბადალი არ ყავთ.
მაგალითად თუ რომელიმე დაწესებულებაში თქვენ დაგჭირდათ უმნიშვნელო ცნობა და ცნობის გამცემ მშვილდოსან ქალბატონს გაახსენდა, რომ ამის წინ თქვენ მას ტრანსპორტში ფეხზე დააბიჯეთ და არ მოუბოდიშეთ, ამ ცნობის გამო თქვენ მოგიწევთ უამრავი დაწესებულების შემოვლა, მოგიწევთ ცნობის აღება იმისთვის, რომ გჭირდებათ ცნობა, იმის დასადასტურებლად, რომ თქვენ თქვენ ხართ და არა ციყვი, მთელი თქვენი საგვარტომოს მონაცემებითურთ. შემდეგ ამის განხილვას, სხვა ორგანიზაციებთან შეთანხმებას, უამრავი კომისიების გავლას მოუნდება სამი წელი. და ბოლოს მოგცემთ ცნობას, რომელსაც რეზოლუცია დასჭირდება ქალაქის ერთ ბოლოში და ბეჭედი მეორეში, თან დაავიწყდება იქ დარეკვა ან შეტყობინება ამის შესახებ.
თხის რქა
რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ თხის რქა აიძულო შური იძიოს მე ვერ წარმომიდგენია. ამ ადამიანების მდგომარეობიდან გამოყვანა წარმოუდგენელია, ისინი თვითონ ახერხებენ ნებისმიერის გამოყვანას მდგომარეობიდან. ვთქვათ და მოახერხეთ ამის გაკეთება იმით, რომ მის ახლობელ ადამიანს შეეხეთ. ეს ცუდია, მაგრამ შურისძიება მაინც არ იქნება. დაიწყება გეგმაზომიერი გამოდევნება ყველა მისთვის მისაწვდომი ადგილიდან.
მაგრამ, ეს არ უნდა ნიშნავდეს, რომ თხის რქა იქ რამე განსაკუთრებულ სამუშაოებს ჩაატარებს. უბრალოდ მას დიდი ხნის წინ ექნება ყველა სადავე ხელში ჩაგდებული და სიტუაცია კონტროლზე აყვანილი. ეს ისე წვრილმანებია, მაგრამ თუ მოახერხეთ მისი ანტიპატიის დამსახურება არატანის დონეზე, მაშინ თხის რქას შეუძლია იმის გაკეთება რაც ქალწულს, ოღონდ ჰიპერტროფირებული მასშტაბით. მაგალითისთვის თუ ქალწულს შეუძლია წვეთოვანის ონკანი გადაკეტოს და ამით დაკმაყოფილდეს, თხის რქა აუცილებლად შეცვლის წვეთოვანში სითხეს რამე მტანჯველი შხამით და შემდეგ თქვენს ტანჯვას სიამოვნებით უყურებს.
რომ აიცილოთ თხის რქის შურისძიება, დაგჭირდებათ სამასი კილომეტრის რადიუსით ათი დღის განმავლობაში უწყვეტლივ მისი ტერიტორიების დაბომბვა, მაგრამ არავინ მოგცემთ იმის გარანტიას, რომ თხის რქას არ ეყოლება თავისი ადამიანი იმ ძალების სამეთაურო შტაბში, რომელსაც დაევალება ეს დაბომბვა.
მერწყული
მერწყულს შურისძიება არ შეუძლია და არც უყვარს. ამ ნიშნის ზოგიერთმა წარმომადგენელმა შეიძლება გიღალატოთ, დარტყმის ქვეშ დაგაყენოთ ან თავხედურად მოგატყუონ, მაგრამ ამას ისინი შურისძიების გამო კი არა, არამედ თვითდამკვიდრების და ამ საქმისადმი სიყვარულის გამო აკეთებენ. მწყობრიდან გამოიყვანო მერწყული ისე, რომ შურისძიება დაიწყოს, პრაკტიკულად შეუძლებელია.
ამ ნიშნის წარმომადგენლებს ისეთი ძლიერი თანდაყოლილი იუმორის გრძნობა აქვთ, რომ მოწინააღმდეგეს სრულ იდიოტად გამოაჩენენ, მანამდე სანამ ის რამეს დაუპირებს. თუ გსურთ შეგიძლიათ ეს შურისძიებად ჩათვალოთ, მაგრამ მერწყული ასე არ თვლის. მას ისეთი უცნაური ჩვევები აქვს, რომ ახლო ურთიერთობა მასთან საშიშროებას წარმოადგენს, ხოლო ბოროტი განზრახვით მიახლოება ჯანმრთელობისათვის საშიშია, თანაც ეს ისე ხდება თითქოს მერწყული ამას ვერც კი ამჩნევს. ვთქვათ თქვენ ეპარებით მერწყულს ზურგიდან, და რატომღაც ზუსტად მაგ დროს მას მოუნდება უკან სალტოს გაკეთება. იმას თქმა რათ უნდა, რომ დაზარალებული ისევ თქვენ დარჩებით, მერწყული კიდევაც შეგიცოდებთ და დაზიანებულ ხელს და თავს გადაგიხვევთ, მაგრამ შემთხვევით ისე გააკეთებს ამას, რომ სუნთქვა არ შეგეძლებათ და სანამ მიხვდებით რაშია საქმე შეიძლება გვიანი იყოს.
ასე რომ ჯანდაცვის სამინისტრო გაფრთხილებთ...
თევზები
ზოგადად თევზების წყენა ძალზე იოლია. მაგრამ აწყენინოს ისე, რომ შურისძიება მოანდომოს, შეუძლია მხოლოდ ახლობელ ადამიანს, რამეთუ ყველა დანარჩენ წყენას თევზები მალევე ივიწყებენ. შურისძიება კი თევზებს შეუძლიათ ყველა ხელმისაწვდომი ხერხით, გარდა იმისა რაც თვალნათლად ჩანს და აშკარაა. ისინი ინტრიგებს ხლართავენ, ეცდებიან ფარულად საქმის გაფუჭებას და ყველა ხერხით და საშუალებით მოწინააღმდეგის ცხოვრების გართულებას, ხშირ შემთხვევაში იქ სადაც ამას არ ელოდება.
თევზების შურისძიების ყველაზე მარტივი მეთოდია- ყველგან სიარული ნაწყენი სახით და იმის მოყოლა, რა ცუდი ადამიანი ხართ და როგორ სასტიკად მოექეცით მას. თევზებს ეს დამაჯერებლად გამოსდით, იმიტომ რომ თუ სწყინთ, ნამდვილად გულწრფელად სწყინთ. ამის გამო მათ თანამგრძნობს შეიძლება დიდ ხანს ჰქონდეს თქვენზე ცუდი წარმოდგენა.
მაგრამ თუ თევზს ეს საკმარისად არ მოეჩვენა, მან შეიძლება თქვენზე საშინელი ჭორები გაავრცელოს, და ამას ტყუპებზე გაცილებით უკეთ გააკეთებს, იმიტომ რომ თევზების ჭორები გაცილებით ბუნებრივად გამოიყურება ვიდრე ტყუპების და მეორეც მათი უარყოფა სავსებით შეუძლებელია ბუნდოვანი მითითებების და დაუბოლოებელი ნათქვამის გამო.
შეიძლება თევზი თქვენზე ძალიან ნაწყენი იყოს, მაგრამ არ გაგრძნობინოთ, და შემდეგ ვითომ და დახმარების გულწრფელი სურვილით ანთებულმა, ისეთი რჩევები მოგცეთ და ისეტი ტყუილები გითხრათ, რომ მერე დიდხანს გაგიჭირდეთ ამ გაფუჭებული საქმის გამოსწორება. და მაგ შემთხვევაში ბოროტ განზრახვაში თევზებს ვერ დაადანაშაულებთ იმიტომ რომ ის იზრუნებს იმაზე, რომ ყველა თავის ნათქვამში დატოვოს უკან დასახევი და გასხლტომა შეეძლოს, მაგალითად მე ხომ გეუბნებოდი, რომ ინფორმაცია არ არის გადამოწმებული ან ეს მხოლოდ ვარაუდია და ასე შემდეგ.
თევზს ღრიანკალივით შეუძლია მტკივნეულ ადგილებს შეეხოს. მშვილდოსანივით დაგტანჯოთ ბიუროკრატიული პრობლემებით. სასწორივით მოგიგოთ ინტელექტუალურ თამაშებში, თუმცა ინტელექტის ნასახი არც აქვს ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, იმიტომ რომ თავის სამყაროში ცხოვრობს და თავისი ფასეულობების სისტემა აქვს, რომელიც არ ექვემდებარება საერთო ანალიზს.
Комментариев нет:
Отправить комментарий