კატების ლექსიკონი
ყურები ვერტიკალურადაა – ცნობისმოყვარეობა.
ყურები ბრტყელია გვერდებზე – იმალება, კეკლუცობს.
ყურები უკან, თვალებს ხუჭავს – მოუთმენლობა, თხოვნა.
ყურები დახრილია უკან, თვალები დიდია – გაფრთხილება.
ყურები მიკრობილია თავთან – მზადება თავდასხმის მიზნით.
ყურები მიკრობილია თავთან, კუდით აკეთებს წრეებს – გაღიზიანება.
ურტყამს კუდით – ბრაზობს ან ნადირობს.
კუდი მილისებურად – მისალმება, კმაყოფილება.
ქვევით გაშეშებული კუდი – არაკეთილგანწყობილება, იმედგაცრუება.
ამოძრავებს კუდის წვერს – ინტერესი.
აწეულ ვერტიკალურ კუდს შესუსტებული აქვს წვერი – მხიარული აღგზნებადობა.
ხუჭავს თვალებს – სიმშვიდე ან სითვლემე.
ყურები უკან, თვალები დახუჭული – მოუთმენლობა, თხოვნა (“მალე რა, ძალიან მინდა”).
ყურები უკან, თვალები დიდი – გაფრთხილება (“არ მოვითმენ”).
ყურები ბრტყელი გვერდებზე – იმალება, კეკლუცობს (“ვერ დამინახავთ”).
ფართოდ გახელილი გუგები – შიში.
გაშტერდებათ, ხოლო როდესაც ყურადღებას უპყრობთ, გარბის კივილით “მურრრრრრ” – დაჭერობანას თამაშისათვის გამოძახება.
დიდი თვალები და გუგები – უყურებს სიბნელეში, ეშინია, ბრაზობს ან თამაშობს.
გაჩნდა მესამე ქუთუთო – კატა ავადაა ან სურს ძილი.
ულვაში ჩამოშვებულია ქვევით – მღელვარება, მწუხარება ან ავადმყოფობა.
მალავს თავს რომელიმე კუთხეში – თამაშში – “მე დავიმალე”.
დაჟინებულად იყურება გარშემო და შემდეგ გულმოდგინედ ილოკავს თავის ბეწვს – სრული ან მოჩვენებითი სიმშვიდე.
სწრაფად ილოკავს წინა თათს – ღელავს, ყოყმანობს.
ეფერება ადამიანს თათით – მჭიდრო სიყვარული, სინაზე,
ხმამაღლა ფხაჭნის კლანჭებით – საკუთარ თავზე ყურადღების მოქცევის მისწრაფება.
ღუნავს ზურგს – მოწინააღმდეგის შეშინება, ძალიან ძლიერი გაღიზიანება და დაცვისათვის მზადყოფნა.
გარბის თქვენგან მხრებში თავის შეწევით, გრძელ ფეხებზე – იცის, რომ დააშავა.
კატა გორაობს იატაკზე – ადემონსტრირებს თავის მიმზიდველობას.
წევს ზურგზე ჩაფიქრებული გამომეტყველებით – ინიავებს თავს, ისვენებს.
ზის მოკეცილი თათებით, შემოხვეული კუდით – თვალყურს ადევნებს, მოდუნებულია, ელოდება.
“ცეკვავს”, მიწიდან წინა თათების მოწყვეტით და უკან დასმით – ვინმე საყვარელისა და ნანატრის მისალმება.
ბრუნდება პატრონთან უკან და წევს კუდს – ნდობისა და პატივისცემის ნიშანი.
თელავს თათებით – ძალიან უყვარს, სურს თქვენთვის სიამოვნების მიცემა.
ეხახუნება ადამიანს თავით – სიყვარული, ერთგულება, გულწრფელობა, ალერსის წყურვილი, ასევე ხურაობის ნიშანი.
იხედება აქეთ-იქით და გულმოდგინედ ილოკავს – სრული ან მოჩვენებითი (თამაშის ან ნადირობის დროს) სიმშვიდე (“მე აქ უბრალოდ ვბანაობ”).
ხმების ლექსიკონი
კრუტუნი – სიმშვიდე.
უკმაყოფილო კრუტუნი – ავადმყოფური შეგრძნება.
გრუხუნი – უკმაყოფილება.
კნავილი – მისალმება, ზოგჯერ თხოვნაც.
წყვეტილი კნავილი, რომელიც წააგავს წივილს – პასუხი ადამიანურ მიმართვაზე.
ყმუილი – გაჯავრება.
მოკლე კივილი – შიში.
მდუმარე კნავილი, რომელიც სრულდება უკმაყოფილო გრუხუნით – მოთმინების ფიალა აივსო.
სისინი – დაცვისათვის მზადყოფნა, ამის შესახებ გაფრთხილება.
მკვებავი კატის თავშეკავებული გრუხუნი – კნუტების გაფრთხილება შესაძლო საფრთხის შესახებ.
იგივე, რაც სრულდება ამაღლებული ტონით – ადამიანის ან სხვა არსებების გაფრთხილება, რომ არ მიუახლოვდნენ კნუტებს.
Комментариев нет:
Отправить комментарий